დღიური ისტორიაში..ისტორიისთვის .. ჩვენთვის გასააზრებლად, მეტის დასამახსოვრებლად
სალომე გოგუას ისტორიული დღიური |
ჩემს ბავშვობაში . მე-20 საუკუნის 80-იან წლებში , დღიური სკოლის განუყოფელი ნაწილი გახლდათ, სადაც მე გაკვეთილების ცხრილს ვიწერდი, დავალებებს ვინიშნავდი, აი მასწავლებელი კი ნიშნებს მიწერდა; აქვე გაგიმხელთ, რომ ეს დღიური არ მიყვარდა . აი ჩემი სამუშაო მაგიდის უჯრაში კი განსაკუთრებული ადგილი ეკავა იმ დღიურს, სადაც მნიშვნელოვანი ამბების ჩანაწერებს ვაკეთებდი , ვინიშნავდი ყველა იმ მოვლენას, რომელიც ჩემთვის მნისვნელოვანი იყო; ხშირად ვაფორმებდი, ვხატავდი; სამოგზაუროდ წასვლის დროსაც თან დამქონდა და ყოველტვის ვპოულობდი დროს , რომ ცემი დღიურისათვის ამბები მომეყოლა ; მოდით , შეგახსენებთ საიდან დაიწყო ზოგადად დღიურის ისტორია , ფილოლოგი თამთა დოლიძე თავის სტატიაში ამაზე კარგად გვიყვება .
"ბიბლიურ დროში ქვეყნის მმართველები მნიშვნელოვანი მოვლენების მატიანეებს აწარმოებდნენ. ბერძნების მიერ შედგენილ კრებულში „ეფემერიდები“ ვარსკვლავებისა და პლანეტების ყოველდღიური მოძრაობაა აღწერილი. საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ, რომაელებმა ჩანაწერების ტრადიციას პრაქტიკული დანიშნულება შესძინეს და მათ „დიარიუმი“ (,,დიას“ ლათინურად ,,დღეს“ ნიშნავს) უწოდეს. დასავლეთის ქვეყნებში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების ჩაწერა XVII საუკუნიდან დაიწყეს. ამ პერიოდში დაიწერა სამუელ პიპსის (ინგლისელი საზღვაო მეთაური, სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, მსოფლიო მოსამართლე და პარლამენტის წევრი) ყოველდღიური შემთხვევების ამსახველი კრებული. პიპსი თავის დღიურში სასულიერო და საერო ცხოვრებას აღწერდა. მისი ჩანაწერები ინგლისის მეფის ჩარლზ II-ის მმართველობის პერიოდის ამსახველ ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციული დოკუმენტს წარმოადგენს. პიპსის დღიურის მსგავსად, ჩანაწერების არაერთი წიგნაკი იქცა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად.
დღიური #1
"რა არის დღიური ?! ის რაც აუცილებლად საჭიროა , თუ ის რაც ჩემი ნაწილია?!
როცა რამეს ვუყურებ, ვფიქრობ, განვიცდი -მაშინ ან ვსაუბრობ და ვყვები ჩემს ამბავს , ან ვიწერ.. არსებობს ასეთი გამოთქმა -ყოველდღიური ჩანაწერები. მაგრამ ხომ არ არის აუცილებელი ვწეროთ ყველა დღე?! მთავარია ვწეროთ მაშინ, როდესაც ვხვდებით რომ ეს აუცილებელია, საჭიროა .. მე გიზიარებთ ჩემს შექმნილ დღიურს, მაგრამ ეს ისტორიული დღიურია. როოგრ ავაწყე? ახლავე აგიხსნით- ჩვენი შემაჯამებლის დავალება იყო "პოლკოვნიკ სტოქსის დახეული დღიურები" .. ეს სერიალია საქართველოს ისტორიის ამბებზე ; ჩვენმა კლასმა გადავწყვიტეთ ჩვენი შთაბეჭდილებები დღიურში ჩაგვეწერა-ყველა სერიის მერე. არჩევანი თავისუფალი გვქონდა .. ამიტომ გასაკვირი არ არის , რომ სხვადასხვა სტილის დღიურებში ასობით ამბავმა მოიყარა თავი.. და ეს მე მომეწონა-იმდენად კარგად გავიაზრე რა ხდენოდა მასინ, როცა საქართველოს დაკარგვა ახლოვდება და იმდენად მომეწონა ის წინაპერიოდი , რომელიც საქართველომ 1918-1921 წლებში გამოიარა , ვფიქრობ ამის გასაგებად ღირდა ჩემი დღიურის აწყობა "
ელენე ნინიკაშვილი . მე-10 კლასი
დღიური #2 თამთა ჯანგებაშვილი
"რა თქმა უნდა ადვილი არ არის გამოვარჩიო ის სერია , რომლის ცანაწერიც ყველაზე ეტად საინტერესოა, თუმცა ვფიქრობ ამის გაკეთება იმის შემდეგ უფრო ადვილია, როდესაც კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს დღიურს.. დიახ, ეს ჩემი ნამუშევარია, მე თამთა ვარ და ვსწავლობ მე-10კლაში და ეს გაკეთებული დღიური ძალიან დამეხმარა არჩევანის გაკეთებაში.. მაშ, ასე იხილეთ ჩემი დღიური და მოისმინეთ რომელი სერია მომეწონა და რატომ "
დღიური #3 სონია არუთინოვა
ისტორიული დღიურის შექმნა სახალისო ყოფილა.თან გვეხმარება იმ მასალის
დახმარებაში, რომელსაც ვსწავლობთ; მე ძალიან მიყვარს ხატვა , ზოგადად , ნინო მასწავლბელი ხშირად მეუბნება , რომ ჩემი შემოქმედებითი აზროვნება ერთობ სახალისოს ხდის ჩვენს საგაკვეთილო პროცესებს და კარგია, რომ მარტო მე არ ვარ ასე; ჩვენი ნამუშევრები გვეხმარება უკეთ ვისწავლოთ ისტორია, რაც უფრო მეტ ჩანახატზე ვფიქრობ, უფრო მეტს ვუღრმავდები იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოში, ან მსოფლიოში ხდებოდა,მთავარი არის ის , რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება. როგორც ჩვენ გვნდა ისეთ რესურსებს ვაწყობთ, ეს მე მაძლევს თავისუფლებას და ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას "
Комментарии
Отправить комментарий